საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი- ართანაში ხანძარი ლოკალიზებულია
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ რჩება ცოცხალი ძალა და ავიაცია. შეგახსენებთ, რომ ხანძარი აქ 2 სექტემბერს გაჩნდა.

ცნობისთვის, უკვე მეხუთე დღეა კახეთში საგანგებო შტაბი მუშაობს.

| Print |
FaceBook Twitter Google