საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა ხანძრის ქრობის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა თელავში, საგანგებო შტაბში თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილმა ქვეყნის რეგიონებში ხანძრის კერების ქრობის პროცესის შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა და შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.
შს მინისტრი სოფელ ართანასთან, ტყის მასივში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. გიორგი მღებრიშვილი იმ მეხანძრე-მაშველებს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსაც შეხვდა, რომლებმაც, როტაციის პრინციპით, ხანძრის კერებთან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ჩაანაცვლეს.

შ სამინისტროს ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის მასივში, ცეცხლის კერები ფაქტობრივად ლოკალიზებულია. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია.

ცოცხალი ძალა აქტიურად განაგრძობს თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ხანძარის ცალკეული კერების ჩაქრობით სამუშაოებს. მეხანძრე-მაშველები, ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებთან ერთად, წყლის ჭავლს იყენებენ. წყლით მომარაგება ხელოვნურად მოწყობილი რეზერვუარებიდან ხდება.

ეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე. ადგილზე შსს-ს 700-მდე თანამშრომელი და 2 ვერტმფრენი მუშაობს.

| Print |
FaceBook Twitter Google