საზოგადოება
სპორტკომპლექსში ცურვის ჯგუფი გაიხსნება
სექტემბრის შუა რიცხვებიდან გურჯაანის სპორტკომპლექსში ცურვის სპორტული ჯგუფი გაიხსნება. როგორც ჩვენთან დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა განაცხადა, კვალიფიციურმა ტრენერმა ბავშვების შერჩევა უკვე დაიწყო.

„თბილისიდან კვალიფიციური ტრენერი მოვიწვიეთ, რომელიც 7-დან 10 წლამდე მოცურავეებს შეარჩევს და ცურვის ოთხივე სახეობას: ბატერფლაის, ბრასს, კროლს და დელფინს შეასწავლის. მსურველი ბევრია, მაგრამ მათ ტრენერი პროფესიული თვალით არჩევს. ამჟამად დაახლოებით 30- მდე ბავშვია. გადასახადი თვეში სამოცი ლარი იქნება და ვარჯიში ყოველდღე ჩატარდება.“
მისივე თქმით, სპორტული ჯგუფი რომელიც 15 სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, სამომავლოდ სხვადასხვა შეჯიბრსა და ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

| Print |
FaceBook Twitter Google