საზოგადოება
ართანაში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, კოხტას გორაზე მართალია ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები დარჩენილი ცეცხლის კერების ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგანგებო შტაბის წევრები შემოვლაზე იმყოფებიან.

მათივე ცნობით, ადგილზე პრევენციული ღონისძიებები ტარდება, რის გამოც ცოცხალი ძალა სტიქიის ეპიცენტრში რჩება. თელავის აეროპორტში მდებარე საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.


| Print |
FaceBook Twitter Google