საზოგადოება
საქართველოში კვლავ უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 29-34 გრადუსს მიაღწევს. ხვალ ტემპერატურა ერთი გრადუსით დაიკლებს – 28-33 გრადუსია ნავარაუდევი.
უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართელოში 14 სექტემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32-37 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google