საზოგადოება
თუშეთში ხანძარი ლიკვიდირებულია
თუშეთში, სოფელ ხახაბოს ტყეში, 2 სექტემბერს გაჩენილი ხანძარი სრულად ჩამქრალია. ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავების პროცესი უკვე დასრულდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად შემოწმდა პერიმეტრი, მონიტორინგს კი მეტყევეები განახორციელებენ.

თუშეთში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა რჩება. დაკვირვების პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /