საზოგადოება
თელავის ოთხ სოფელში დაახლოებით 187 ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები დაისეტყვა
წინასწარი მონაცემებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში, კისისხევში, შალაურსა და კურდღელაურში ჯამში ფართობი დაისეტყვა, მათ შორის ვენახი და ხეხილის ბაღები.
ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობს.

-"ოთხი სოფელი დაისეტყვა, შალაურში 110 ჰექტარი, კისისხევსა და კურდღელაურში 30, ხოლო ნასამხრალში დაახლოებით 17 ჰექტარი ფართობია. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად მუშაობა ახლაც გრძელდება." - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google