Error
საზოგადოება
შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში წაიყვანა [Photo-Video]
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. მას დარჩა მეუღლე - მაია ფარტენაძე და 2 წლის გოგონა მარიამი. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 2010 წლის 10 აგვისტოს, ოჯახში ბიჭიც დაიბადა და მას მამის სახელი - ზურა დაარქვეს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მაია ფარტენაძემ მუშაობა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოში დაიწყო.

გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

| Print |
FaceBook Twitter Google