საზოგადოება
"დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“- აქციას გურჯაანიც შეუერთდა [Photo]
საერთაშორისო აქციას "დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ გურჯაანიც შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა გამგეობისა და ააიპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს.
-"აქციის დევიზია- "ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა ჩვენი პასუხისმგებლობა." მას ტრადიციული ხასიათი აქვს და ყოველ წელს შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერით იმართება. რა თქმა უნდა, აქციას გურჯაანის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. შევარჩიეთ დიდების მემორიალი,  ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები თავიანთ მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. აქციაში დაახლოებით 400-მდე თანამშრომელი ჩაერთო"- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილმა.




| Print |
FaceBook Twitter Google