საზოგადოება
თუშეთში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება
თუშეთში, ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე- მაშველი მუშაობს და დამატებითი ძალის ჩართვა ამ ეტაპზე საჭიროებას არ წარმოადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ერთიჰექტარ ფართობზეა გავრცელებული, იწვის ბალახი და ტყის მასივი. ხანძრის ლოკალიზებას რთული რელიეფი უშლის ხელს.
| Print |
FaceBook Twitter Google