საზოგადოება
თუშეთში დაკვამლიანებამ იკლო
თუშეთში,ხახაბოს ტყეში, ღამისგან განსხვავებით დაკვამლიანება შემცირდა.
ცეცხლის კერების ლოკალიზებას 50 ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მეტყვე და რეინჯერი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაცით, სტიქის ზონაში სუსტრი ქარია, თუმცა ახალი კერები არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, ხახაბოს ტყის მასივში ხანძარი გუშინ საღმოს გაჩნდა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /