საზოგადოება
ბაკურციხეში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი გაჩნდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.
როგორც speqtri.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.


| Print |
FaceBook Twitter Google