საზოგადოება
თუშეთში ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ დღეს საღამოს მოხერხდება
თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე-მაშველი, მეტყევე და რეინჯერია მობილიზებული.
ასევე მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკა. სააგენტოს ცნობითვე, დაკვამლიანება ამ დროისთვის არ შეინიშნება და მიმდინარეობს ხანძრის შიდა კერების დამუშავება.

თუ სამუშაოებს მეტეოროლოგიური პირობები არ შეუშლის ხელს, ხანძრის სრული ლიკვივიდაცია სავარაუდოდ დღეს საღამოს მოხერხდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ხანძარი /