საზოგადოება
ორას წმინდანთა წმინდა ნაწილები გურჯაანის სამების ტაძარში
გურჯაანის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ორას წმინდანთა წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს.

როგორც ჩვენთან საუბარში საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მღვდელმა ვაჟა სონღულაშვილმა განაცხადა, ორი კვირის განმავლობაში შაბათ-კვირის გარდა, დღის პირველ საათზე ჯანმრთელობის პარაკლისი ჩატარდება.
„ ჩვენს ეპარქიაში დიდი სიწმინდე ჩამობრძანდა. აქ არის ივანე ნათლისმცემლის, 12 მოციქულის, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და სხვა წმინდანების ნაწილები. ვიდრე ეს სიწმინდეები აქ იქნება, ყოველდღე შაბათ კვირის გარდა გადავიხდით პარაკლისს. ხატი, რომლის უკანაც წმინდა ნაწილების ჩასაბრძანებელია გაკეთებული, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასიდან ჩამოაბრძანეს. მათი ინიციატივით მოილოცებს მთლიან საქართველოს და ბოლოს ისევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაბრუნდება. სიწმინდეებთან მიახლოება ყოველთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანი ადმიანისთვის. ჩვენ ვიხსენებთ ამა თუ იმ წმინდანს, პატივს მივაგებთ მათ ცხოვრებას. ისინი ღვთისთვის გაისარჯნენ და თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე სიწმინდეში იცხოვრეს. პარაკლისებით შევთხოვთ უფალს საქართველოში მშვიდობას, ქართველი ერის კეთილდღეობას , სიმრავლეს, ჯანმრთელობას და სულიერ წინსვლას.“
მისივე თქმით, ხატს გურჯაანის ეპარქიის სხვა ტაძრებიც გადააბრძანებენ და იქაც პარაკლისი ჩატარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google