საზოგადოება
საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსს მიაღწევს.
თბილისში 23 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი დაფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google