საზოგადოება
კონკურსი ახალგაზრდა მომღერლების აღმოსაჩენად
29 სექტემბერს დილის 11 საათზე ქალაქ გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში, გაიმართება ფონდ ,,თამარიანი“-ს მიერ დაარსებული, რიგით მეორე, ,,რეგიონალური კონკურსი ახალგაზრდა მომღერლების აღმოსაჩენად“.

გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორის რუსუდან ჩიტაურის თქმით, კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს, ფულად ჯილდოსთან ერთად, უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
„ფონდის წარმომადგენლობისგან, ასევე იმ ემიგრანტებისგან,რომლებიც თავისი კეთილი ნებით ჩაერთვებიან ღონისძიებაში, გამარჯვებულებს უამრავი სიურპრიზი ელით. ფონდის ფეისბუქ გვერდიდან იქნება პირდაპირი ჩართვები, რის შედეგადაც, ემიგრანტებს ექნებათ საშუალება თვალყური ადევნონ კონკურსის მიმდინარეობას. ისინი, თავიანთ წვლილს შეიტანენ მონაწილე ახალგაზრდების განვითარებაში, აირჩევენ ფავორიტ მომღერლებს და გადასცემენ პრიზებს. ფინალურ ტურში გამარჯვებულებს შეარჩევს მსოფლიო დონის, ქართველი მომღერლებისგან დაკომპლექტებული ჟიური. წელს, გურჯაანის გარდა, მონაწილეები გვეყოლება საგარეჯოდან, გორიდან და თბილისიდან. დასკვნითი კონცერტი 16 საათზე ჩატარდება.“

მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ახალგაზრდებს 16 წლის ჩათვლით. განცხადებები შეგიძლიათ გააზავნოთ 4-დან 25 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it T- 599 700 176, რუსუდან ჩიტაური.
კონკურსის ორგანიზატორები არიან რუსუდან ჩიტაური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი.




| Print |
FaceBook Twitter Google