საზოგადოება
კახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრა გაიმართება
25 სექტემბერს, პროექტ „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი კახეთის რელიგიურ უმცირესობებთან სასწავლო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა 12 საათზე სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართება, რომელსაც კახეთის რაიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები და მუსლიმი თემის წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრის თემებია: ასოცირების შესახებ შეთანხმება - მისი არსი და სარგებელი, DCFTA-ით გათვალისწინებული სარგებელი, შესაძლებლობები და უპირატესობები, ასევე რელიგიურ უმცირესობათა უფლებები საქართველოსა და ევროკავშირში. შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული. ასევე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე.

„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“, " ასწავლე მაცნეს" 12-თვიან პროექტს - ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 15 მაისიდან ახორციელებს.პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.

| Print |
FaceBook Twitter Google