საზოგადოება
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება. 27 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან და 28 სექტემბერს საქართველოში ცივი და ნოტიო მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.
29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
პირველი ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა 3 – 5 გრადუსით მოიმატებს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / წვიმა /