საზოგადოება
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო
საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა.

პრეზიდენტსაც პირდაპირის ნაცვლად, არაპირდაპირი წესით 2024 წლიდან აირჩევენ. კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 119 დეპუტატმა გაიარა, საიდანაც 117-მა ხმა მისცა. კონსტიტუციის ახალ პროექტს ორმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა.საპარლამენტო უმცირესობიდან "ევროპულმა საქართველომ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მმართველი გუნდის ოპონენტები ხელისუფლებას "ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების გამო აკრიტიკებენ". დაადებს თუ არა მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს, ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტმა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google