საზოგადოება
მეორე დღეა სოფელ ჩუმლაყს ელექტროენერგია არ მიეწოდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, გუშინ საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე ელექტროენერგია გაითიშა და მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება.

როგორც speqtri.ge-ს "ენერგო-პრო ჯორჯიას" პრესსამსახურში განუცხადეს, ქსელი ავარიულად გამოირთო. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის ინფორმაციით, მიწოდება შემჭიდროებულ ვადებში აღდგება.

| Print |
FaceBook Twitter Google