საზოგადოება
როდის ჩაიკეტება საავტომობილო გზა თუშეთში
თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, ამინდის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა საავტომობილო გზა თუშეთში ორ კვირაში ჩაიკეტოს.
,,პირველი თოვლი უკვე მოვიდა, თუმცა ამას ავტომობილების მოძრაობისთვის პრობლემა არ შეუქმნია. კომპანიას, რომელიც ამჟამად გზის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს ახორციელებს, ხელშეკრულება 15 ოქტომბერს უმთავრდება. გახშირდა წვიმაც, რამაც შესაძლოა მეწყერული პროცესები გააქტიუროს  და გზა ჩაიკეტოს. მე უკვე ვესაუბრე სასტუმროების მეპატრონეებსა და მწყემსებს, რომ  თადარიგი დაიჭირონ."- აღნიშნა მან.

ცნობისთვის, თუშეთში გზა ყოველ წელს ოქტომბრის ბოლოდან მაისამდე იკეტება, მთაში კი მხოლოდ 30-მდე ადგილობრივიღა რჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google