საზოგადოება
არამდგრადი ამინდი ოთხ ოქტომბრამდე გაგრძელდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოთხ ოქტომბრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

უწყების ინფორმაციით, პირველ ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 20–21 გრადუსი იქნება.
2–3 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონეში ღამით შესაძლოა იყოს თოვლჭყაპი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13–18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით – 13–16 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google