საზოგადოება
გურჯაანში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება
ხვალ გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში ამერიკელი პიანისტი ცოლ-ქმრის, ანა და ჯეიმს როზენბლუმების კონცერტი გაიმართება. სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორის რუსუდან ჩიტაურის თქმით, ეს მათი მეორე ვიზიტია გურჯაანში.
„კონცერტი ხვალ ოთხ საათზე ჩატარდება. ანა გურჯაანის მკვიდრია და ამერიკაშია გათხოვილი. ცოლ-ქმრის პირველი საქველმოქმედო კონცერტი გურჯაანში 2013 წლის ივლისში გაიმართა, რომელმაც დიდი ანშლაგით ჩაიარა. მას შემდეგ აღარ ჩამოსულან. ამჯერად მათ კიდევ ითხოვეს გურჯაანელ მაყურებელთან შეხვედრა. ძალიან ნიჭიერი პინისტები და უჩვეულო მასტერკლასის ოსტატიები არიან. ზეგ დილით 11 საათიდან ისინი ჩვენს დარბაზში გაერთიანების მოსწავლეებისათვის მასტერკლასს ჩაატარებენ. “

როგორც რუსუდან ჩიტაურმა გვითხრა, დასწრება თავისუფალია და კონცეტზე მისვლა კლასიკური მუსიკის ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია.

| Print |
FaceBook Twitter Google