საზოგადოება
გიორგი ანწუხელიძის საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 873 ლარია გამოყოფილი. სახლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება 2017 წლის 4 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის 14:30 საათამდე იწარმოებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, სახლის მშენებლობა თავდაცვის სამინისტრომ 2014 წელს დაიწყო. ამ დროისთვის აშენებულია შენობის კედლები და რომ არ დაზიანდეს ნაგებობა, მისი გადახურვაა აუცილებელი.

გიორგი ანწუხელიძე რუსეთ – საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა. სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I  ხარისხის ორდენით, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.


| Print |
FaceBook Twitter Google