საზოგადოება
თუშეთში ჩარჩენილი ტურისტი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ბარში ვერ გადმოჰყავთ
ამ დროისთვის, თოვლის გამო, თუშეთი-აბანო-ომალოს მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მორაობა აკრძალულია.  უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ ტუირსტები, რომელთაგან ერთს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რომელიც სავარაუდოდ, სანამ გზა არ გაიწმინდება, ადგილამდე მისვლას ვერ შეძლებს.

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით,  რამდენიმე ადგილზე ზვავი ჩამოწვა, რამაც გაწმენდითი სამუშაოები შეაფერხა. ტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ ხვალისთვის აღდგება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /