საზოგადოება
თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
თუშეთში თოვა შეწყდა და თორღვას აბანოსთან ჩამოწილი ზვავისგან დაფარული გზა გაწმენდილია. ამ დროისთვის თუშეთის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე პასუხიხისმგებლობა კომპანია " გერალს" აქვს აღებული.

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ინფორმაციით, ტურისტს რომელსაც შიდა სისხლედენა აღენიშნებოდა, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემქურება და ამ ეტაპზე თუშეთის ამბულატორიულ ცენტრში სამედიცინო დახარება უტარდება.

ცნობისთვის, ფშაველი- ომალოს გზა ზამთრის სეზონზე, ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. მთაში კი მხოლოდ 30-მდე ადგილობრივიღა რჩება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გზა / თუშეთი /