საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში ჩამოაბრძანებენ
ორშაბათს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში გადმოაბრძანებენ.
სამების ტაძრის მღვდელმსახურის მამა ვაჟა სონღულაშვილის თქმით, მოსახლეობას სიწმინდის მოლოცვის საშუალება 11 ოქტომბრამდე ექნება.
„ცხრიდან თერთმეტი ოქტომბრის ჩათვლით, ჩვენს საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული სიწმინდე. ამ დღეების მანძილზე ტაძარში შესრულდება პარაკლისი. მრევლს შესაძლებლობა ექნება მოილოცოს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე კახეთისთვის და ჩვენი ეპარქიისთვის.“

გურჯაანიდან, ქეთევან დედოფლის ნეშტს საგარეჯო-ნინოწმინდის ეპარქიაში გადააბრძანებენ. წმინდა ნაწილები ინდოეთიდან 23 სექტემბერს ჩამოიტანეს და საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.



| Print |
FaceBook Twitter Google