საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგისტრაციის ვადა არჩევნებზე დასაკვირვებლად ხვალ ეწურებათ
რეგისტრაციაში გატარების მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია განცხადებით მიმართავს ცესკოს.
ცესკო განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, წყვეტს რეგისტრაციის საკითხს.
ამ დროისთვის ცესკოში 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც საარჩევნო პროცესს მონიტორინგს 362 დამკვირვებელი გაუწევს.

| Print |
FaceBook Twitter Google