საზოგადოება
ბოდბესა და ზემო მაღაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი სოფელი, ბოდბე და ზემო მაღარო დაემატა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილობრივებმა რეგისტარაცია უნდა გაიარონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქის სტატუსის მისანიჭებლად. შემდეგ კი კანონით დადგენილი შეღავათებით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სულ ოთხ სოფელს აქვს. ესენია: ნუკრიანი, ქვემო მაღარო, ზემო მაღარო და ბოდბე.

თუ რა შეღავათებით შეგიძლიათ სარგებლობა, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
| Print |
FaceBook Twitter Google