საზოგადოება
გურჯაანის საოლქო კომისიაში ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი
დღეს #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაია ჩუთლაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი 13-ვე წევრმა მოაწერა.
„დღეს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი დღეა.ეთიკის კოდექსი არის იმ ნორმების და წესების ერთობლიობა, რომლის დაცვაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენლისთვის. მათი შესრულება აქამდეც სავალდებულო იყო, თუმცა დღეს უკვე ოფიციალურად მოეწერა ხელი. კომისიის წევრი უნდა იცავდეს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი და ა.შ. ის ერთნაირ პირობებს უნდა უქმნიდეს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს და უზრუნველყოს არჩევნების სამართლიან და კანონიერ ჩარჩოებში ჩატარება.“

გურჯაანის მსგავსად , ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის ცერემონიალი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მას ხელი ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელმა მოაწერა.

| Print |
FaceBook Twitter Google