საზოგადოება
იორმუღანლოს თემს ნაგავმზიდი ემსახურება
იორმუღანლოს თემს ერთი კვირაა უკვე ახალი ნაგავმზიდი ემსახურება.

როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა აღნიშნა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა დასახლებიდან უკვე აქტიურად დაიწყო.
„ნაგავმზიდმა გასულ კვირას დაიწყო სიარული. ამ ეტაპზე კვირაში ერთხელ დადის და ფაქტობრივად, მთელ თემს მოიცავს. მოსახლეობა უკვე მიეჩვია ნარჩენების სახლთან გამოტანას და შესაბამისად, ცოტა ხანში ნაგავმზიდი ალბათ კვირაში ორი დღეც ივლის. ამ ეტაპზე ნაგვის ბუნკერები არ დგას. ამიტომ ხალხს ნარჩენები ტომრებით გამოაქვს. ჯერჯერობით, მანქანა მხოლოდ ცენტრალურ გზებზე დადის. მოგეხსენებათ, მჭიდრო დასახლებებია, იქ სადაც იქნება ტრანსპორტის მისვლის საშუალება, მომავალში იქაც აუცილებლად ივლის. “

მისივე თქმით, ბუნკერების ყიდვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მომავალში გუბერნიის ჩართულობით გამოცხადდება ერთიანი ტენდერი და ამ მხრივ, მთლიანი კახეთი იქნება უზრუნველყოფილი.  ირმუღანლოს თემში არსებულ ნაგავსაყრელების პრობლემაზე სპექტრი არაერთხელ წერდა. მოსახლეობა მუმივად ითხოვდა ტერიტორიის გასუფთავებას, ბუნკერების დადგმასა და ნაგავმზიდი მანქანის დანიშვნას.
| Print |
FaceBook Twitter Google