საზოგადოება
შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა

არ არსებობს არანაირი ეგულაცია ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების, შემოტანას, წარმოებას და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით- ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის “უსაფრთხო სათამაშო: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები” გახსნამდე განუცხადა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შემოწმებული 44 ჩინური სათამაშოდან 21 ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.

"“კამპანია ორი მიმართულებით მუშაობს. პირველი ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ვფიქრობ, ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. მეორე – არანაირი რეგულაცია არ არსებობს ქვეყანაში, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებას, რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი სახელმწიფომ დროულად განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები, რომ ასეთი რეგულაციები არსებობდეს. სახელმწიფოს ვადა 2019 წლამდე აქვს. 2019 წელს უნდა იყოს მზად ყველანაირი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნაა. იმედი მაქვს, დირექტივას მომზადებული შევხვდებით”, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, საინფორმაციო კამპანია “უსაფრთხო სათამაშო” საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 1 ივნისს საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google