საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა მწყემსს დახმარება აღმოუჩინეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლიან მთაზე მყოფ მწყემსს მაშველებმა დახმარება აღმოუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - „112“-დან შევიდა.შსს-ს მაშველები, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მთაზე ქვეითად ავიდნენ. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ მწყემსმა, დიდთოვლობის და მთაზე არსებული დაბალი ტემპერატურის გამო, გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. კარავი გაშალა და ცეცხლი დაანთო, თუმცა კვამლმა მას მხედველობა დაუზიანა, რის გამოც გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მაშველებმა მამაკაცი მთიდან საკაცით ჩამოიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

| Print |
FaceBook Twitter Google