საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს- ჩალაუბანს, მელაანს, კარდენახს, ბაკურციხესა და კოლაგს მეორე დღეა ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
-"კორპორაციას გაზსადენი დაუზიანეს. ეგ მონაკვეთი დაცალეს, გააკეთეს და ახლიდან ჩართეს. ჯამში 3 500 აბონენტია გათიშული და ნაწილ-ნაწილ მოხდება ჩართვა."- აღნიშნა speqtri.ge-სთან სოკარ ჯორჯია გაზის აღმოსავლეთი რეგიონალური ოფისის გურჯაანის სერვისცენტრის მენეჯერმა გიორგი მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, გაზის მიწოდება აღნიშნულ სოფლებში ხვალ, დღის მეორე ნახევრამდე აღდგება.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, მათ შორის გურჯაანში, გასულ თვესაც გაითიშა. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა 15 სოფელი. მიზეზი გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იყო. 

| Print |
FaceBook Twitter Google