საზოგადოება
ორჯერ გახსნილი უბანი
გურჯაანის მეხუთე საარჩევნო უბანი ნახევარი საათით ადრე გახსნეს და შემდეგ ისევ დახურეს. ამის შესახებ ინფორმაცია, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მოგვაწოდა.

როგორც მან განაცხადა, კომისიის თავმჯდომარემ უბანი პირველად შვიდის ნახევარზე გახსნა, თუმცა მოგვიანებით, მიიღეს დირექტივა, რომ შენობა დაეტოვებინათ და ისევ დაკეტეს.
როგორც #12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„მე გადავამოწმე ინფორმაცია და მითხრეს, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. ყველა თავმჯდომარე გავაფრთხილეთ, რომ შვიდ საათამდე არ შესულიყვნენ. იქ იყვნენ დამკვირვებლები და ყველამ დაინახა. თუ რამე დარღვევა იქნებოდა, ამაზე საჩივარი დაიწერებოდა.“
| Print |
FaceBook Twitter Google