საზოგადოება
კომისიის წევრმა უბანი შანტაჟის გამო დატოვა
სოფელ ველისციხის #14 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან - ნათია ტატიაშვილმა, საარჩევნო უბანი დატოვა.

როგორც ჩვენთან საუბარში „ ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილმა განაცხადა, მას უბანი მუქარითა და შანტაჟით დაატოვებინეს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ნათიას მეუღლესთან მივიდნენ და უთხრეს, რომ სამსახურში პრობლემები შეექმნებოდა თუ მისი მეუღლე საუბნო სარჩევნო კომისიას არ დატოვებდა. ჩვენ შევეხმიანეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ამჟამად, გავდივართ კონსულტაციებს,“- აცხადებს თემურ ბუწაშვილი, რომელიც „ენმს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე დროს, გურჯაანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიცაა.

| Print |
FaceBook Twitter Google