გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ საქართველოში ცვალებადი
ამინდია მოსალოდნელი.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან მცირე წვიმა და
ნისლი იქნება. ტემპერატურა კი 15-20 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ
საქართველოში კი თბილი, უნალექო ამინდი დაფიქსირდება. ჰაერის
ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე გათბება. 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ და
დასავლეთ საქართველოს გარკვეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია
მოსალოდნელი. დასავლეთში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი , ხოლო
აღმოსავლეთში-18-23 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი 30
ოქტომბერსაც. 31 ოქტომბრიდან კი, მთელ ქვეყანაში ტემპერატურა
მნიშვნელოვნად დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები