საზოგადოება
ახალ ბიუჯეტში სტუდენტების თანადაფინანსება კვლავ გათვალისწინებულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სტუდენტების თანადაფინანსება კვლავ გათვალისწინებულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, 20 ათასი ლარი ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე გადანაწილდება.
„ჩვენ გვაქვს ერთ - ერთი მუხლი ობოლი და სოციალურად დაუცველი სტუდენტების თანადაფინანსება , რომელიც აუცილებლად მომავალი წლისთვისაც იქნება ბიუჯეტში. საკრებულოს კომისიის გადასაწყვეტია კვლავ მიიღებენ თუ არა წამახალისებელ ჯილდოს, 500 ლარს ის სტუდენტები, რომლებმაც 2017 წლის ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მაღალი ქულები დააგროვეს.ეს მათთვის წამახალისებელი და იმედია დარჩება.“
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 11 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google