საზოგადოება
შილდაში გარდაცვლილი ქალის მაზლი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის მაზლი გია გურასპაშვილი, რომელმაც დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აგრძელებს.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტი მძიმე ფსიქილოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, გია გურასპაშვილი თანასოფლელებმა ხეზე ჩამოკიდებული რძლის დაკრძალვის დღეს ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს. გარდაცვლილი ქალის მეუღლე, რამინ გურასპაშვილი აცხადებს, რომ ცხედარს  სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ის ვარაუდობს, რომ მისი ცოლი თავისმა ძმამ და კიდევ რამდენიმე პირმა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი აწამეს. მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს ასევე გარდაცვლილის დედაც.

ზემოთ აღნიშნულ ორივე საქმეზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ახალი დეტალები სოფელ შილდაში გარდაცვლილი 24 წლის ქალის საქმეში

ყვარელში 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
| Print |
FaceBook Twitter Google