საზოგადოება
სოფელ მაწიმში დაკარგული ქალი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში 29 ოქტომბერს, სოკოს მოსაკრეფად წასული და დაკარგული შუახნის ასაკის ქალი იპოვეს.
აღნიშნული ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ქალს გზა აებნა და სახლში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. ის თავს კარგად გრძნობს.

სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google