საზოგადოება
ვინ მიიღებს დაგროვებით პენსიას პირის გარდაცვალების შემთხვევაში
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული საპენსიო ასაკამდე ან პენსიაზე მყოფი პირის გადაცვალების შემთხვევაში მისი დანაზოგი კანონიერ მემკვიდრეებს გადაეცემათ.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ  “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის პრეზენტაციისას განაცხადა.

ცნობისითვის, საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.

საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდანაა დაგეგმილი. 







| Print |
FaceBook Twitter Google