საზოგადოება
ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადა სავარაუდოდ 9875-მა მოქალაქემ დაარღვია
28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა.
აქედან უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9875-მა მოქალაქემ დაარღვია.როგორც ინტერპრესნიუსის მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, სტატისტიკურად სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა 6,1%-ს მოიცავს. საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 9875 მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით. მონაცემები მოიცავს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან - 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდს.

| Print |
FaceBook Twitter Google