საზოგადოება
როდის ეყოლება გურჯაანს ახალი მერი
#12 გურჯაანის საოლქო-სარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად შეაჯამა.
კომისიის თავმდჯომარის მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით, შედგენილია სამი სახის: მერის, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების ოქმები.
„ უკვე ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილია. 12 ნოემბრიდან მოქმედ გამგებელს შეუჩერდება უფლებამოსილება , ხოლო არჩილ ხანდამაშვილი შეუდგება თავისი საქმის განხორციელებას.“
რაც შეეხება საკრებულოს, მაია ჩუთლაშვილის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სხდომის ჩატარების თარიღს 30 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია დანიშნავს.



| Print |
FaceBook Twitter Google