თვითმმართველობა
სიღნაღის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატები მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 29 დეპუტატით დაკომპლექტდა.

პროპორციული სიის მიხედვით, ,,ქართულ ოცნებას" ერგო – 9 მანდატი, ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ –4, ,,ევროპულ საქართველოსა’’ და ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" კი –თითო. რაც შეეხება მაჟორიტარ წევრებს, 14-ვე დეპუტატი ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

პროპორციული სიით სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები არიან:
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოდან"- ილია ხატიაშვილი , ივანე მირიანაშვილი , გია პავლიაშვილი , ირაკლი ლათიბაშვილი, გიორგი ჯანყარაშვილი, მალხაზი ხუციშვილი , გიორგი ბოლღაშვილი , გოჩა ტოკლიკიშვილი, ნელი გურაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გიორგი ბაბაკიშვილი, გიორგი ზედელაშვილი, რუსუდან ოღიაშვილი , ალექსანდრე მირაქოვი.
„ევროპული საქართველო“ -მალხაზ ფეიქრიშვილი და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"- ალექსანდრე ბურდულუძე.

მაჟორიტარი დეპუტატები არიან:
"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო"- .ცოტნე ბეჟაშვილი,
თემურ ჯავაშვილი, ვლადიმერ სიმონიშვილი, გელა ლეკიაშვილი, არჩილ ტუხაშვილი , ნანა ნანობაშვილი , ილია ბაიდოშვილი, იოსებ მათეშვილი, ნინო კოჭლამაზაშვილი, ოთარ ალადაშვილი, ნანა ლეკიაშვილი , გოჩა შანშაშვილი , გოჩა ჯალიაშვილი, გიორგი ელაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google