საზოგადოება
გურჯაანის საჯარო სკოლები შეშით უკვე მომარაგებულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან 8 ცენტრალური სისტემით, დანარჩენი კი შეშის ღუმელებით გათბება.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის თქმით, სკოლები სათბობი მასალით უკვე მომარაგებულია.
„ჩვენი რაიონის საჯარო სკოლებში შეშა, ოქტომბრის მესამე დეკადამდე შემოიტანეს. ისინი უკვე დასაწყობებულია. იმ სკოლების რიცხვს სადაც გაზიფიცირებაა დაემატება: შაშიანის, ვაზისუბნის და ნომერ პირველი საჯარო სკოლა. მათ უკვე გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება. ამ დროისთვის თითქმის ყველა სკოლაში დადგმულია ღუმელი, ზოგან დაწყებით კლასებში ანთებენ კიდეც. “
მისივე თქმით, ზამთრის სეზონზე ყველა საჯარო სკოლა დღეიდან გადავა.


| Print |
FaceBook Twitter Google