საზოგადოება
გურჯაანში შესაძლოა კიდევ ცხრა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გურჯანში 2018 წელს შესაძლოა დამატებით კიდევ 9 პროექტი დაფინანსდეს.
საკითხი დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, ძირითადად საუბარია ქალაქში და რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის მოწესრიგებაზე და გზების რეაბილიტაციზე.

პროექტების ნუსხა ასე გამოიყურება:
ქალაქ გურჯაანში: ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია, ბელიაშვილის ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია, კოსტავას შესახვევის რეაბილიტაცია, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია,მაჩაბლის ქუჩის რეაბილიტაცია.
სოფელ ჩუმლაყში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.
სოფელ კაჭრეთში ახალი ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
სოფელ ნანიანში ახალი ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
სოფელ ვეჯინში ჭაბურღილისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა.
ქალაქ გურჯაანის სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენა).
პროექტების სავარაუდო ღირებულება, მილიონ 390 000 ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google