საზოგადოება
31 ქალი და 226 კაცი - გენდერული დისბალანსი კახეთის საკრებულოებში
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა და საკრებულოები უკვე დაკომპლექტდა.

ბოლო მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში -39, საგარეჯოში-37, თელავში-35, ლაგოდეხში-32, ახმეტაში-31, სიღნაღში-29, დედოფლისწყაროში-28 და ყვარელში-27 დეპუტატი იქნება.
შედეგების მიხედვით, კახეთის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში, ჯამში 31 ქალია. აქედან, ახმეტაში, საგარეჯოსა და სიღნაღში-5, ლაგოდეხსა და ყვარელში-4, გურჯაანსა და თელავში-3, დედოფლისწყაროში-2 ქალი დეპუტატი იქნება.

თუ პარტიულ სიებს გადავხედავთ, ქალები არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ ძირითადად მეშვიდე, მერვე და უფრო დაბალ პოზიციებზე არიან.
რაც შეეხება კონკრეტულ პარტიებს, რომლებმაც ოთხპროცენტიანი ბარიერი გადალახეს, გურჯაანის ოლქის მაგალითზე თუ განვიხილავთ, პირველ სამეულში ქალი მხოლოდ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა წარმოდგენილი.
„პატრიოტთა ალიანსს“ პარტიულ სიაში სულ 6 ქალი ჰყავს, რომელთა აღირცხვაც მეხუთე ნომრით იწყება. გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოსო ბერიკაშვილი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას გამორიცხავს და აცხადებს, რომ იმედი ჰქონდათ, მათ პარტიას საკრებულოში უფრო მეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა.
„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ხუთი ადამიანი მაინც შევიდოდა საკრებულოში და მათ შორის, იქნებოდა ქალიც. სხვათა შორის, ყველა ქალბატონი, ვინც სიაში იყო წარმოდგენილი, პარტიის წევრია.“

„ევროპულ საქართველოს“ სიაში სულ 10 ქალი ჰყავდა. იმისათვის, რომ რომელიმე მათგანი საკრებულოს წევრი გამხდარიყო, პარტიას მინიმუმ 8 დეპუტატის წარდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის უფროსმა გოჩა სიბაშვილმა განაცხადა, რამდენი ადამიანი შევიდოდა საკრებულოში, წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო.
„ყველა პარტია ფაქტობრივად, ცდილობს და იბრძვის, რომ საკრებულოში მეტი მანდატი მიიღოს. სიის პირველი ნომერი მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ის რომ ჩვენთან ათეულში არის სამი ქალბატონი, იმის ნიშანია, რომ ქალბატონები ახლოს იყვნენ იმ ჯგუფთან, სადაც უნდა ყოფილიყვნენ.“

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ანა არგანაშვილის განცხადებით, ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან დაბალია და წლების განმავლობაში არათუ იზრდება, უფრო მცირდება.
„როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა ჩართულობა ძალიან დაბალია. ისინი მოსახლეობის 52 პროცენტს წარმოადგენენ, ამიტომ პოლიტიკაში მათი ჩართულობა 50 პროცენტი მაინც უნდა იყოს. არჩევნების დროს ქალები ძირითადად კოორდინატორებად მუშაობენ. ასრულებენ მძიმე სამუშაოს. თუმცა შემდგომ მათი კანდიდატებად წარდგენა არ ხდება. ხშირად ქმნიან ილუზიებს, რომ ქალბატონები აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართული, მაგრამ ეს ასე არ არის. მათ არ აქვთ რეალური ძალა შეცვალონ კულტურა და გადაწყვეტილებები. ასე რომ მოხდეს, სიაში მათი პროცენტულობა უნდა გაიზარდოს.“

მისივე თქმით, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ, პირველ რიგში, კანონმდელობა უნდა იყოს უფრო მგრძნობიარე. უნდა მოხდეს ქალების გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება და ასევე, ისეთი სოციალური სერვისების შექმნა, რაც საშუალებას მისცემთ შეითავსონ ოჯახური და საზოგადოებრივი ვალდებულებები.
„როდესაც ქვეყანაში არ არის საკმარისი საბავშვო ბაღები, დედებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ შესაბამისი მხარდაჭერა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთონ.“
უფლებადამცველის თქმით, ის სტერეოტიპი, რომ ქალი პოლიტიკაში არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა
დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 29 დეკემბრამდე გაგრძელდება. 
14:31 / 13.08.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს
გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
11:28 / 13.08.2018
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი
ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერზე, 6 კაციანი ჯგუფია ჩარჩენილი, ისინი ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ.
15:57 / 11.08.2018
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.
ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხ პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. ვაკანტურია შემდეგი პოზიციები :
13:38 / 11.08.2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“
ადიდდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, მდინარე „ნინოსხევი“ ადიდდა.
12:59 / 11.08.2018
სხვა ამბები
ხვალ 11 აგვისტოს სოფელ კალაურში მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი გაიმართება.
16:00 / 10-08-2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად - 15 ივნისი განისაზღვრა.
18:02 / 30-07-2018
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე აფხაზეთის ნაკრებსა და გურჯაანის „ალაზანს“ შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.
13:43 / 27-07-2018
ქალაქ ყვარელში ე.წ. აღდგომის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უწყების ინფორმაციით, XVIII-XIX სს-ის ეკლესია დარბაზულია (10,7×6,8 მ) და რიყის ქვით არის ნაგები.
12:41 / 26-07-2018
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16-07-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2018 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.