საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
უწყების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 15 – 16 ნოემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16, +21 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17 – 19 ნოემბერს ზოგან წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

| Print |
FaceBook Twitter Google