საზოგადოება
საპენსიო რეფორმა კრიტიკას ვერ უძლებს - პაატა შეშელიძე
რეფორმის მიმართ, რომელიც დაგროვებით პენსიას ითვალისწინებს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებს.
უმრავლესობა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და თავად პროცესს, 90-იანი წლების ანაბრების ბედს უწინასწარმეტყველებს.
ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას ახალი კანონპროექტი არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ დაგროვილი ფული წლების შემდეგ, შესაძლოა, უკან აღარ დაუბრუნდეთ. მათი თქმით, თუ საპენსიო რეფორმა ძალაში შევა, მასში ჩართვა სავალდებულო არ უნდა იყოს.
„თუ, როგორც ამბობენ, დაგროვილი თანხა მართლა დაუბრუნდება მოსახლეობას, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.“ - განაცხადა ნარგიზი გეთიაშვილმა.

იდეა არ მოსწონს გიორგი ჯამატაშვილს, როგორც ის ამბობს, დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკამდე ბევრი ვერ აღწევს.
„არ მომწონს ეს რეფორმა. არავინ იცის მიაღწევს თუ არა ადამიანი საპენსიო ასაკს, ამიტომ ის თანხა ბოლოს ვის ჯიბეში წავა, კაცმა არ იცის.“
რეფორმა მისაღებია ნათელა მელექსიშვილისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში მისი განხორციელება ნაკლებად შესაძლებელია.
„სხვა ქვეყნებში ვიცი, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ ჩვენთან საქმე როგორ წავა, უცნობია. ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. ხალხს წლების წინ შემნახველ სალაროში დაგროვილი ფული გაუუქმდა. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ასე მოხდეს.“

რისკებზე საუბრობენ ექსპერტებიც. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საქართველოს პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსს ვერ ხედავს.
„დაგროვებითი სისტემის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ შემოთავაზებული ვარიანტი კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარი რისკი, რაც ამ პროცესს ახლავს, არის ის, რომ საპენსიო სააგენტოს არანაირი კონკრეტული ვალდებულება არ აქვს დააბრუნოს ხალხის მიერ დაგროვილი თანხა. ასეთი სისტემები სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელით ხორციელდება. თუმცა კონკრეტულად ასეთი მოდელით თუ არის სადმე, ვერ გეტყვით. “

მისივე თქმით, წარმოდგენილ მოდელს არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია.
„მოდელი, რომელზეც საუბარია, ზრდის დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს, ამიტომ შეიძლება მან უბრალოდ ეს საგადასახადო ტვირთი დაქირავებულს დააკისროს და შეუმციროს ხელფასი, ასევე ახალი პროექტები შეაჩეროს. თქვენ შეიძლება გადაიხადოთ უამრავი თანხა და ბოლოს გითხრან: უკაცრავად ჩვენ ფული არ გვაქვს. იურიდიულად ხელჩასაჭიდიც არაფერი გექნებათ, რომ თანხა მოითხოვოთ, რადგან კანონპროექტში არანაირი ვალდებულება არ დევს. გარდა ამისა, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, 90-იან წლებში ასეთი ანაბრები დაიკარგა და პასუხი არავინ აგო.“

შეგახსენებთ, რომ დაგროვებით პენსიაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს დაემატება დამსაქმებლის მიერ დარიცხული 2%. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 4%-ს შეიტანენ.

კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, პანკისის
ხეობაში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. ვიზიტი გლობალური სამეწარმეო
კვირეულის ფარგლებში შედგა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა. ვიზიტი გლობალური სამეწარმეო კვირეულის ფარგლებში შედგა.
14:31 / 17.11.2017
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების- ზემო ქედის, ქვემო ქედისა
და არხილოსკალოს მოსახლეობა საშემოდგმო სამუშაოების შესრულებას ვერ
ახერხებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების- ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობა საშემოდგმო სამუშაოების შესრულებას ვერ ახერხებს.
13:43 / 17.11.2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში გაწეული ხარჯების
შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში, სხვა მუნიციპალიტეტებთან
ერთად, გურჯაანიც მოხვდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, გურჯაანიც მოხვდა.
13:38 / 17.11.2017
სულ მალე კახეთში მოძრავი ავტომობილების სიჩქარე ყველა
მუნიციპალიტეტში სპეციალური რადარებით გაკონტროლდება.
სულ მალე კახეთში მოძრავი ავტომობილების სიჩქარე ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალური რადარებით გაკონტროლდება.
12:10 / 17.11.2017
ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა
პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიზანი
ცხოველთა დაცვის მეტი გარანტიების შექმნაა.
ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიზანი ცხოველთა დაცვის მეტი გარანტიების შექმნაა.
16:35 / 16.11.2017
სხვა ამბები
განათლების სამინისტრომ წარჩინებული სწავლისთვის, კახეთის მუნიციპალიტეტში 282 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვა. აქედან ყველაზე მეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან იყო წარდგენილი.
11:41 / 11-11-2017
2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
13:23 / 10-11-2017
შეფასებიდა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცვლილებებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ ნაწილშიც გეგმავს.
17:00 / 07-11-2017
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა გააკეთა.
16:17 / 07-11-2017
თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე სატრანსპორტო სფეროში მომუშავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
18:16 / 31-10-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2017 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.