საზოგადოება
ვინ განიხილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტზე
გურჯაანში ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა 20 ნოემბერს ჩატარდება.
ახალი თავმჯდომარისა და მოადგილის სავარაუდო კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია. თავმჯდომარის პოსტზე მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ხოლო მოადგილედ - ქალაქ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მაჭავარიანი განიხილება.
„სპექტრი“ ორივე მათგანს დაუკავშირდა. ვანო ბერიძიშვილმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. რაც შეეხება გიორგი მაჭავარიანს, მან განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.



| Print |
FaceBook Twitter Google